ასაშის ბრენდი მშენებლობის სექტორში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური, ცნობილია და მოთხოვნადია.
ასაში / ASAS ალუმინის პროფილებისა და კომპოზიტური პანელების მწარმოებელი თურქული ბრენდია, რომელიც ჯერ კიდევ 1990 წელს დაარსდა. ასაშის საწარმო არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თურქეთში, რომელსაც აქვს საკუთარი მაღალტექნოლოგიური საქარმო აქიზიაში, საკარიას რეგიონში, დასაქმებული ყავს 2400-ზე მეტი ადამიანი.
ასაში გამოირჩევა მაღალი ხარისხითა და წარმოების მოცულობით, სწორედ ეს განაპირობებს კომპანიის ზრდასა და ექსპორტის მაღალ მაჩვენებელს, დღეს ASAS ექსპორტს ახორციელებს 90-ზე მეტ ქვეყანაში.
აღსანიშნავია, რომ კომპოზიტური პანელებისა და ალუმინის პროფილების გარდა, ასაში სხვა წარმოების მიმართულებებსაც საკმაოდ წარმატებულად ფლობს, მათ შორისაა : PVC პროფილები, მექანიზმები და სხვა.
არქლაინიასაშის ოფიციალური პარტნიორია, შესაბამისად პარნიორობის ფარგლებში კომპანიებს აქვთ მჭირდრო თანამშრომლობა, რომელიც მოიაზრებს სპეციალურ პირობებს, მათ შორის არქლაინის თანამშრომელთა ინსტრუქტაჟს, ტრენინგებსა და სხვა.
აქედან გამომდინარე არქლაინის გუნდი სრულად ფლობს ცოდნას და გამოცდილებას, თუ რა ტექნიკური მახასიათებელი აქვს ასაშის თითოეულ პროფილს, როგორი დამუშავება სჭირდება მას და რა გადაწვეტილებების მიღება არის საჭირო კონკეტული პროექტის უნაკლოდ შესასრულებლად.
დღეს-დღეობით, არქლაინს არაერთი პროექტი აქვს შესრულებული ასაშის პროფილებით, როგორც კერძო სახლების ასევე მაღალსართულიანი შენობების. მნიშვნელოვანია ფაქტი, რომ ყველა მათგანი არის ტექნოლოგიურად გამართული და სრული სიზუსტით შესრულებული.