ალუმინის ვიტრაჟების შერჩევისას აუცილებელია გავითვალისწინოთ 2 მიმართულება : უსაფრთხოება და კომფორტი.
უსაფრთხოების ნაწილში შეიძლება განვიხილოთ ალუმინის კარ-ფანჯრების პროექტის სწორი დამუშავება ინჟინერის მიერ, მათ შორის ქარის დატვირთვის მიხედვით ალუმინის პროფილის, მინა-პაკეტის სისქის და ტიპის განსაზღვრა. ამ მიმართულებით იმდენი დეტალია გასათვალისწინებელი, რომ ყოველთვის უმჯობესია გამოცდილი ინჟინერის რეკომენდაციები გავითვალისწინოთ.
იმის შემდეგ რაც ინჟინერი სწორად შეარჩევს ჩვენს პროექზე მორგებული კარ-ფანჯრების სპეციფიკაციას და შეგვიქმნის სრულიად უსაფრთხო კონფიგურაციას. სურვილის შემთხვევაში შეგვიძლია ვიფიქროთ დამატებით უპირატესობებზე, მაგალითად ვაქციოთ ჩვენი კარ-ფანჯრები ენერგოეფექტურად.
და მაინც რას ნიშნავ ენერგოეფექტური კარ-ფანჯრები?
იმის მიუხედავად, რომ ალუმინის კარ-ფანჯრებს ახასიათებს მაღალი თბომედეგობა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის არის ენერგოეფექტური. აღნიშნული ეფექტის მისაღებად, აუცილებელია გამოვიყენოთ სპეციალური ენერგო, იგივე დაბალემისიური მინები, რომლის საფარი დამუშავებულია სპეციალური ტექნოლოგიით. რის შემდეგაც შევძლებთ ზაფხულში შევინარჩუნოთ სიგრილე, ხოლო ზამთარში კი სითბო. შესაბამისად, დავზოგოთ კომუნალური გადასახადები.
აღსანიშნავია, რომ ენერგოეფექტურობას გააჩნია კოეფიციენტი, რომელიც დამოკიდებულია პროფილის მონაცემებსა და მინის ტიპის შერჩევაზე. არსებობს სხვადასხვა მონაცემების მქონე მინები, განსხვავებული კოდებით და მახასიათებლით. ჩვენთვის სასურველი კოეფიციენტის მისაღებად, ინჯინერი ამუშვებს მინის ტიპებს, პროფილებს, მათ კომბინაციას და გვაწვდის შესაბამის კონფიგურაციას.
თუ გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია ალუმინის კარ-ფანჯრების, ვიტრაჟების, სლაიდების, ენერგოეფეტურობის ან სხვა შემინვითი სისტემების შესახებ დაგვიკავშირდით ნომერზე +995 568 73 63 43 და არქლაინის გუნდი გაგიწევთ სრულიად უფასო კონსულტაციას.