დღევანდელი არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინი აღარ არის მხოლოდ ფუნქციურობაზე ორიენტირებული — ეს არის თვითგამოხატვა, ინდივიდუალიზმი და ესთეტიკა. სწორედ ამ ტენდენციას პასუხობს ფერადი ალუმინის კარ–ფანჯრები, რომლებიც ერთდროულად აერთიანებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, ენერგოეფექტურობას და დიზაინის მრავალფეროვნებას.
ალუმინის კარი და ალუმინის ფანჯარა აღარ არის მხოლოდ შუშა და ჩარჩო. ისინი მნიშვნელოვანი ელემენტებია შენობის საერთო ვიზუალურ იდენტობაში. სწორად შერჩეული ფერი და სტილი ქმნის:
- ✔ სივრცის ხასიათს
- ✔ ინტერიერის და ექსტერიერის ჰარმონიას
- ✔ არქიტექტურულ იდენტობას
ალუმინის კარ-ფანჯრის უპირატესობები დიზაინის კუთხით
ალუმინი იდეალური მასალაა დიზაინით ექსპერიმენტებისთვის. რატომ?
- ფერთა ფართო პალიტრა – ალუმინის პროფილები შეიძლება შეიღებოს თითქმის ნებისმიერი ფერით RAL კატალოგიდან.
- თხელი ალუმინის პროფილები მაქსიმალური მინით – ალუმინის მეშვეობით მიიღება ელეგანტური, ლაკონური დიზაინის ვირაჟი და მეტი განათება სივრცეში.
- ორიგინალური ფორმები – შესაძლებელია არასტანდარტული გეომეტრიის ალუმინის ფანჯრების წარმოებაც: რკალი, მრგვალი, კუთხიანი, პანორამული და ა.შ.
ფერადი ალუმინის კარ-ფანჯრები — თანამედროვე ტენდენცია
მუქი ტონალობები (მაგ. ანთრაციტი, შავი, შოკოლადისფერი) ხაზს უსვამს მინიმალისტურ და ინდუსტრიულ სტილს.
ღია ფერები (თეთრი, კრემისფერი, ნაცრისფერი) — იდეალურია კლასიკური და სკანდინავიური დიზაინისთვის.
მხატვრული გადაწყვეტილებები — მაგალითად, ხისფერი და გარედან შავი — ორმხრივი შეღებვა, რაც პოპულარულია თანამედროვე პროექტებში.
ფერადი ალუმინის კარ-ფანჯრები გამოიყენება როგორც საცხოვრებელ სახლებში, ასევე კომერციული შენობებში — რაც ბრწყინვალე შთაბეჭდილებას ტოვებს პირველივე დანახვით.
ალუმინის კარ-ფანჯრების, ვიტრაჟების, სლაიდური კარის ან სხვა პროდუქციის შესაძენად დაგვიკავშირდით კომპანია არქლაინს.