

„არქლაინ“ გახდა ერთ-ერთი პირველი ქართული კომპანია, რომელმაც შეძლო ალუმინის კარ-ფანჯრებისა და ვიტრაჟების ექსპორტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. დღეს კომპანია წარმატებით აწვდის საკუთარ პროდუქციას როგორც საქართველოს, ასევე ამერიკის ბაზარზე.
ამ ეტაპზე ექსპორტი მოიცავს ალუმინის კარ-ფანჯრებს, ვიტრაჟებს, სლაიდურ სისტემებს და ფასადურ კონსტრუქციებს.
ამ გზაზე გადადგმული ნაბიჯების, გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ გვესაუბრება კომპანიის კომერციული დირექტორი — მარიამ ჯაფარიძე.
1. რას მოიცავს ექსპორტი და რა პროდუქტებს სთავაზობთ?
არქლაინი სპეციალიზებულია ალუმინის კარ-ფანჯრების, სლაიდური სისტემების და ფასადური კონსტრუქციების წარმოებაში. ჩვენი ექსპორტი მოიცავს როგორც სტანდარტულ, ასევე პერსონალიზებულ შემინვის სისტემებს, რომლებიც სრულად ადაპტირებულია ამერიკული ბაზრის ტექნიკურ და ესთეტიკურ მოთხოვნებთან.
ამჟამად ვაწვდით პროდუქციას კომერციული და საცხოვრებელი ობიექტებისთვის ისეთ შტატებში, როგორებიცაა ნიუ-იორკი, ნიუ-ჯერსი, ფლორიდა და ჯორჯია,“ მარიამ ჯაფარიძე.
2. რა გამოწვევებს აწყდებით ექსპორტის პროცესში?
აშშ-ის ბაზარზე შესვლა კომპანიისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. ვიმუშავეთ დეტალურ კვლევებზე, რათა სრულად გაგვეგო ადგილობრივი რეგულაციები და სტანდარტები. სასიხარულოა, რომ ჩვენი წარმოების ხარისხი და სტანდარტები უკვე აკმაყოფილებდა და თანხვედრაში იყო ამერიკულ მოთხოვნებთან, რამაც გამარტივა საწყისი ნაბიჯები ექსპორტისთვის.
ამჟამად მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ დასავლეთ სანაპიროს შტატებთანაც — მათ შორის კალიფორნიასთან და ტეხასთან. ეს რეგიონები გამოირჩევა სწრაფი ურბანიზაციითა და ინოვაციური არქიტექტურით, რაც სრულად შეესაბამება „არქლაინის“ ხედვას, — განმარტავს კომერციული დირექტორი.

3. რა მნიშვნელობა აქვს ამ ექსპორტს საქართველოსთვის?
მნიშვნელოვანია, რომ ქართული წარმოება განვითარდეს და საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი გახდეს.
ჩვენი ექსპორტი ზრდის ქვეყნის ეკონომიკურ პოტენციალს, ქმნის სამუშაო ადგილებს და უწყობს ხელს ადგილობრივი ინოვაციების განვითარებას.
ამავდროულად, ხელს ვუწყობთ საქართველოში წარმოებული პროდუქციის ცნობადობას და ვამტკიცებთ, რომ ქართულ ინდუსტრიას შეუძლია ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს გლობალურ ბაზარზე.“
4. რა არის კომპანიის სამომავლო ხედვა?
ამერიკის ბაზარზე შესვლა მხოლოდ დასაწყისია. უკვე ვმუშაობთ ევროპის სტრატეგიულ ბაზრებზე გასვლაზე, მათ შორის — ინგლისში, საფრანგეთსა და იტალიაში. გვჯერა, რომ „არქლაინი“ საერთაშორისო დონეზე გახდება ხარისხის, ინოვაციისა და სანდოობის სინონიმი.“
5. რა სერვისებს სთავაზობთ დღეს ქართულ მომხმარებელს?
„არქლაინის“ პროდუქცია ხელმისაწვდომია როგორც კორპორატიული, ისე ინდივიდუალური კლიენტებისთვის. შეთავაზება მოიცავს:
არქლაინის საწარმო აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, რაც უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის, გამძლე და ესთეტიკურ პროდუქციას. კომპანიის მთავარი ღირებულებებია: _ხარისხი, სიზუსტე და კლიენტის კმაყოფილებაა.
—
დამატებითი ინფორმაციისთვის, პროექტის კონსულტაციის ან ბიუჯეტის განსაზღვრის მიზნით დაუკავშირდით კომპანიას
📞 (+995) 511 107 479