ალუმინის ვიტრაჟების შერჩევისას ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია უსაფრთხოება და კომფორტი. ეს ორი ფაქტორი განსაზღვრავს, რამდენად გამძლე, პრაქტიკული და ენერგოეფექტური იქნება თქვენი კარ-ფანჯრები ან ვიტრაჟები მრავალი წლის განმავლობაში.
უსაფრთხოება იწყება პროექტირებით
ვიტრაჟული სისტემების დაგეგმვა მხოლოდ ვიზუალური გადაწყვეტით არ მთავრდება. უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პროექტის სწორად დამუშავებას ინჟინრის მიერ. ეს პროცესი მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან ტექნიკურ მახასიათებელს:
- ქარის დატვირთვის გაანგარიშება
- შესაბამისი ალუმინის პროფილის შერჩევა
- მინა-პაკეტის სისქის და ტიპის განსაზღვრა
მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველა პარამეტრი ინდივიდუალურად დამუშავდეს კონკრეტული შენობის, სართულის, მდებარეობისა და დანიშნულების მიხედვით. სწორედ ამიტომ ყოველთვის რეკომენდებულია გამოცდილი ინჟინრის კონსულტაცია.
ენერგოეფექტურობა — კომფორტი ყველა სეზონზე
მას შემდეგ, რაც უსაფრთხოების საკითხები ზუსტად გათვლილია, ყურადღება გადავა კომფორტზე — ანუ იმაზე, რამდენად შეძლებს fixed window თქვენს სივრცეში თერმული სტაბილურობის შენარჩუნებას.
მაგრამ რას ნიშნავს ენერგოეფექტური Doors and–Windows?
მიუხედავად იმისა, რომ ალუმინი თავისი ბუნებით თბომედეგი მასალაა, მხოლოდ ეს არ არის საკმარისი. ენერგოეფექტური სისტემისთვის აუცილებელია სპეციალური დაბალემისიური (Low-E) მინების გამოყენება. ეს მინები დამუშავებულია სპეციალური მოლეკულური საფარით, რომელიც ზაფხულში აფერხებს ზედმეტი სიცხის შემოდინებას, ხოლო ზამთარში – სითბოს გასვლას.
შედეგად თქვენ იღებთ:
- მეტ კომფორტს მთელი წლის განმავლობაში
- გაცილებით დაბალ ენერგო ხარჯებს
შემცირებულ კომუნალურ გადასახადებს