“არქლაინ ენჯინეარინგი” ერთ-ერთი წარმატებული ქართული კომპანიაა, რომელიც ალუმინის კარ-ფანჯრებისა და ვიტრაჟების ექსპორტს აშშ-ში ახორციელებს. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს თანამედროვე, ენერგოეფექტურ და ესთეტიკურად გამორჩეულ ალუმინის სისტემებს როგორც საქართველოში, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებში.
ამ საკითხთან დაკავშირებით Entrepreneur გაესაუბრა კომპანიის კომერციულ დირექტორს მარიამ ჯაფარიძეს.
გვიამბეთ მეტი ექსპორტისარეალსადაპროდუქციაზე
ამ ეტაპზე ექსპორტი მოიცავს
- ალუმინის კარ-ფანჯრებს,
- სლაიდურ სისტემებს,
- ვიტრაჟებს
- ფასადურ კონსტრუქციებს, რომლებიც სრულად მორგებულია ამერიკული ბაზრის ტექნიკურ და ვიზუალურ სტანდარტებზე. პროდუქცია გამოიყენება როგორც საცხოვრებელ, ასევე კომერციულ პროექტებში.
გთხოვთ აგვიღწეროთ აშშ-ის ბაზარზე გასვლის გზა
კომპანიამ დიდი ყურადღება დაუთმო ბაზრის კვლევასა და ამერიკული რეგულაციების შესწავლას. ამის შედეგად, შედარებით მოკლე დროში შესაძლებელი გახდა პროდუქციის მიწოდება ისეთ შტატებში, როგორიცაა ნიუ-იორკი, ნიუ-ჯერსი, ფლორიდა და ჯორჯია. ამჟამად მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები კალიფორნიასა და ტეხასშიც — რეგიონებში, სადაც მოთხოვნა თანამედროვე არქიტექტურულ გადაწყვეტებზე განსაკუთრებით მაღალია.
როგორია არქლაინის სტრატეგიულიხედვადაგლობალურიმიზნები?
“მიგვაჩნია, რომ ქართული წარმოება მზად არის კონკურენციისთვის გლობალურ ბაზრებზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ არქლაინის ბრენდი ასოცირდებოდეს ხარისხთან, ინოვაციასთან და სანდოობასთან, ამერიკული ბაზრის ათვისება მხოლოდ დასაწყისია — ახლო მომავალში ვგეგმავთ ექსპორტის გაფართოებას ევროპაშიც, მათ შორის ინგლისში, საფრანგეთსა და იტალიაში, სადაც მოთხოვნა ენერგოეფექტურ და თანამედროვე არქიტექტურულ სისტემებზე მუდმივად იზრდება.”

ადგილობრივბაზარზე რას სთავაზობთ მომხმარებელს?
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში არქლაინი ლიდერი კომპანიაა ალუმინის შემინვითი სისტემების მიმართულებით და პროდუქციაც მრავალფეროვანი გვაქვს. კომპანიის სერვისებში შედის ალუმინის კარ-ფანჯრები, სლაიდური კარები, მინის მოაჯირები, ფასადური სისტემები, კომპოზიტური პანელები და სხვა.
ჩვენ ვთანამშრომლობთ დეველოპერებთან, სამშენებლო კომპანიებთან, ასევე ინდივიდუალურ მომხმარებლებთან — მათთან, ვისაც სურს საკუთარ სახლს შესძინოს მაღალი ხარისხის, ინოვაციური და უსაფრთხო არქიტექტურული ელემენტები.
მნიშვნელოვანია, რომ საწარმო აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით, რაც უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის და სიზუსტის მქონე პროდუქციის წარმოებას, რაც განაპირობებს მომხმარებლისთვის სრულ კომფორტს.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, პროექტის ბიუჯეტის დასადგენად ან სხვა კითხვებისთვის მიმართეთ კომპანიას (+995) 511 107 479