თანამედროვე არქიტექტურაში საკმაოდ აქტუალურია შენობის სივრცის მაქსიმალურად ალუმინის ვიტრაჟებით ათვისება. დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ ყველაზე შთამბეჭდავ მინის სახლებს
Villa Mosca Bianca by Design Haus Liberty.

Villa Mosca Bianca – მდებარეობს იტალიის ტბის მაგიორეს სანაპიროზე, ის შესანიშნავად აერთიანებს თანამედროვე მაღალტექნოლოგიურ არქიტექტურას და ბუნებას. სახლს აქვს პირდაპირი წვდომა ტბასთან და არაჩვეულებრივი ხედი შენობიდან. Villa Mosca Bianca სრულად გარშემორტყმულია ვიტრაჟული სისტემით ხოლო კარები კი სლაიდური სისტემით არის დამზადებული.
The Gafarim House

ფოტოს ავტორი: João Morgado
Gafarim House – მდებარეობს პორტუგალიაში. მისი ექსტერიერი გამოირჩევა თანამედროვე დიზაინით, სადაც გამოყენებულია ალუმინის ვიტრაჟული სისტემა. დღის განმავლობაში ცვალებადი ბუნებრივი შუქი აცოცხლებს არქიტექტურას და ქმნის განსაკუთრებულ სიმყუდროვეს.
შუშის სახლი სან-ფრანცისკოში

სან-ფრანვისკოში მცხოვრებ წყვილს სურდა აეშენებინა გამორჩეული სახლი, ამისთის მათ შეარჩიეს მინის ფასადი, საიდანაც დატკბებოდნენ ხედით. დიზაინი მართლაც ძალიან საინტერესო და უნიკალურია.
Long Island glass house

თომას როსზაკმა დააპროექტა ეს თანამედროვე შუშის სახლი, რომელიც დამზადებულია ფოლადისა და მინისგან და მდებარეობს ჩიკაგოს ჩრდილოეთ სანაპიროზე. აღსანიშნავია, რომ როსზაკმა სახლი საკუთარი ოჯახისთვის შექმნა. ზედა სართულზე ხედავთ საძინებლებს, ხოლო ქვედა სართულზე არის მთავარი დასასვენებელი ადგილები და საცხოვრებელი ფართი.