ჩვენს შესახებ.

„არქლაინ ენჯინეარინგი“ არის კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის ალუმინის კარ-ფანჯრებს, სლაიდ სისტემებს, მინის მოაჯირებსა და ფასადურ სისტემებს.

საწარმოო სიმძლავრისა და ტექნოლოგიური შესაძლებლობების გათვალისწინებით, „არქლაინ ენჯინეარინგი“ ერთ-ერთი გამორჩეული კომპანიაა ამიერკავკასიის მასშტაბით. საწარმო აღჭურვილია თანამედროვე ევროპული დანადგარებით, რაც უზრუნველყოფს პროდუქციის დამზადებას უმაღლესი სიზუსტით, ხარისხითა და ტექნიკური სტანდარტების სრული დაცვით.

კომპანიის საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია საერთაშორისო გამოცდილებისა და მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენება. „არქლაინ ენჯინეარინგის“ პარტნიორებს შორის არიან მსოფლიოში წამყვანი ბრენდები, მათ შორის ალუმინის სისტემების მწარმოებელი ბელგიური კომპანია Reynaers, მექანიზმების მწარმოებელი გერმანული კომპანია Siegenia, მინის მწარმოებელი ამერიკული კომპანია Guardian და სხვა საერთაშორისო ბრენდები.

ჩვენთვის ხარისხი მხოლოდ საბოლოო პროდუქტით არ განისაზღვრება. მისი მნიშვნელოვანი საფუძველი პროფესიონალი და მუდმივად განვითარებადი გუნდია. „არქლაინ ენჯინეარინგის“ ორგანიზაციული კულტურა თანამშრომელთა უწყვეტ განვითარებაზეა ორიენტირებული. სწორედ ამიტომ კომპანია მუდმივად ახორციელებს თანამშრომელთა გადამზადებას, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინდუსტრიის სიახლეების შესწავლასა და პროფესიული უნარების განვითარებას.

ჩვენ გვჯერა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების, საერთაშორისო სტანდარტების, ხარისხიანი მასალებისა და პროფესიონალი გუნდის ერთობლიობა ქმნის პროდუქტს, რომელიც პასუხობს როგორც დღევანდელ მოთხოვნებს, ისე თანამედროვე არქიტექტურისა და მშენებლობის განვითარებად სტანდარტებს.

შეარჩიე შენთვის
საუკეთესო!

არქლაინ ენჯინეარინგ

შეარჩიე შენთვის
საუკეთესო!

არქლაინ ენჯინეარინგ