
მინის გადახურვა თანამედროვე არქიტექტურაში ერთ-ერთი გამორჩეული გადაწყვეტაა, რომელიც დახურულ სივრცეში ყოფნისას ბუნებრივ განათებასა და ცასთან ვიზუალურ კავშირს გვთავაზობს. მისი საშუალებით შესაძლებელია სივრცეში მეტი სინათლის შემოტანა და ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ინტერიერი და გარე სივრცე ერთმანეთთან ბუნებრივად ერთიანდება.
მინის გადახურვა განსაკუთრებით ეფექტურია იმ სივრცეებში, სადაც არქიტექტურული კონცეფციის მნიშვნელოვანი ნაწილია ბუნებრივი განათება და ღია სივრცის განცდა. მისი გამოყენება შესაძლებელია ბიზნესცენტრებში, მუზეუმებში, სასტუმროებსა და კომერციულ ობიექტებში, ასევე კერძო სახლებში, ტერასებსა და სხვა საცხოვრებელ სივრცეებში.
კონსტრუქციის დიზაინი და ზომები შესაძლებელია კონკრეტული პროექტის არქიტექტურული და ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისად. სწორად შერჩეული მინისა და ალუმინის სისტემების კომბინაცია ქმნის როგორც ვიზუალურად მსუბუქ, ისე ფუნქციურ და გამძლე გადაწყვეტას.
„არქლაინ ენჯინეარინგი“ გთავაზობთ მინის გადახურვის სისტემებს, რომლებიც აერთიანებს თანამედროვე დიზაინს, ბუნებრივ განათებას, ფუნქციურობასა და საიმედოობას.
