სამწუხაროდ საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი მოტყუებული რჩება როდესაც ალუმინის კარ-ფანჯრებს უკვეთავენ.
ამის მიზეზი კი ძალიან მარტივია, ჩვენ ვენდობით კომპანიებს რომლებიც გვთავაზობენ ალუმინის კარ-ფანჯრებს ან უბრალოდ არ ვიცით თუ რაზე გავამახვილოთ ყურადღება.
სწორედ ამიტომ გთავაზობთ 5 უმნიშვნელოვანეს პუნქტს რომელიც უნდა გავითვალისწინოთ.
ალუმინის პროფილი
ერთ-ერთი საკმაოდ საპასუხისმგებლო პუნქტია თუ რა პროფილი უნდა გამოვიყენოთ კონკრეტული პროექტის დამუშავებისას. ეს გადაწყვეტილება აუცილებლად ინჟინერმა უნდა მიიღოს პროექტის დამუშავებისას, რადგან მაღალკვალიფიციური ინჟინერი ითვალისწინებს ისეთ მნიშვნელოვან დეტალებს, როგორებიცაა: ქარის დატვირთვა, კონსტრუქციის ზომები, წონა და სხვა.
არასწორად შერჩეული პროფილი მალე ფუჭდება, იღუნება და საკმაოდ საშიშიც შეიძლება აღმოჩნდეს ის მაცხოვრებლისთვის.
გამოყენებული მექანიზმები და აქსესუარები
მექანიზმებისა და აქსესუარების ხარისხს ალუმინის კარ-ფანჯრის ექსპლუატაციის განსაზღვრაში საკმაოდ დიდი ადგილი უკავია. მექანიზმი აუცილებლად უნდა იყოს მაღალი ხარისხის, გამოცდილი და მორგებული პროექტში განსაზღვრული კონსტრუქციის წონასა და სხვა მახასიათებლის მიხედვით. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია მექანიზმა ვერ გაუძლოს სიმძიმეს და კარ-ფანჯარა ჩამოვარდეს.
მინა-პაკეტი
მინა-პაკეტი საკმაოდ სათუთად უნდა შეირჩეს ინჟინერის მიერ. უსაფრთხოება და კომფორტი შესაძლებელია მხოლოდ სწორი გათვლების მეშვეობით.
მინა-პაკეტები განსხვავდება სისქის და მახასიათებლების მიხედვით. თითოეულ მინას გააჩნია საკუთარი მონაცემები ხმის გამტარიანობის, თბოიზოლაციისა და სხვა მახასიათებლის მიხედვით. ასევე მინა შესაძლებელია იყოს, ნაწრთობი, დაბურული, ლამინირებული ან სტანდარტული. ინჟინერმა მომხმარებლის მოთხოვნისა და პროექტის მახასიათებლების მიხედვით უნდა განსაზღვროს რომელ მინას გამოიყენებს მინა-პაკეტის შერჩევისას, რათა უსაფრთხოებისა და კომფორტის სასურველი კომბინაცია შედგეს.
დამზადების ტექნოლოგია
საქართველოში ძალიან ბევრი კომპანია არსებობს, რომელიც ალუმინის კარ-ფანჯრებს ხელით ამზადებს და არ იყენებს სპეციალურ დანადგარებს. ამ დროს ვერ ხდება სრული სიზუსტის დაცვა, მინა-პაკეტის სწორი შეკვრა და შესაბამისად მსგავს კონსტრუქციებს ხშირად ახასიათებს უსიამოვნო წუილი ქარის დროს, ვიბრაცია, არაჰერმეტულობა და სხვა.
სწორედ ამიტომ, ალუმინის კარ-ფანჯრის შეძენაბმდე აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება თუ სად მზადდება კარ-ფანჯრები.
მონტაჟი
რაც არ უნდა ტექნოლოგიის სრული სიზუსტით დამზდდეს ალუმინის კარ-ფანჯრები, მონტაჟის დროს დაშვებულმა შეცდომამ შესაძლოა სრულიად დაარღვიოს ჰერმეტულობა ან კონსტრუციის სიმყარე. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ალუმინის კარ-ფანჯრის მონტაჟი ვანდოთ მხოლოდ პროფესიონალებს.