]
ალუმინის სისიტემას აქვს ნაკლები იზოლაციის უნარი ვიდრე მეტალოპლასტმას
იმის გამო, რომ ალუმინი ცივი მეტალის კლასს მიეკუთნება, არსებობს მითი, რომ ალუმინის კარ-ფანჯარას გააჩნია ნაკლები თბოიზოლაციის უნარი ვიდრე მეტალოპლასტმასს. ეს, რა თქმა უნდა, სიცრუეა!
არსებობს ორი სახის ალუმინის პროფილი, თერმოხიდით და თერმოხიდის გარეშე. გარე გამოყენების კარ-ფანჯრებისთვის გამოიყენება თერმოხიდიანი ალუმინის პროფილი, რის გამოც მას გააჩნია ტემპერატურის შენარჩუნების ფუნქცია.
ალუმინის კარ-ფანჯრის შეკვეთისთვის მხოლოდ ზომებია საკმარისი
ხშირად კომპანიები ალუმინის კარ-ფანჯრის შეკვეთის შესრულებისას მხოლოდ ჭრილის ზომებს ითვალისწინებენ. სინამდვილეში შეკვეთის დამუშავებისას აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული ობიექტზე არსებული ქარის დატვირთვა, შენობის სიმაღლე, წნევა და სხვა მახასიათებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში დამონტაჟებული კარ-ფანჯარა შეიძლება მალე დაზიანდეს და მომხმარებლისთვის საფრთხის შემქმნელიც გახდეს.
სლაიდურ სისტემას არ აქვს იზოლაცია
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მითი სლაიდურ სისტემას ეხება. ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ სლაიდურ სისტემას არ აქვს თბო, ჰიდრო და ხმის იზოლაციის უნარი. სინამდვილეში, რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ მითია!
თუ სისტემის დამზადების პროცესი ტექნოლოგიური სიზუსტით არის შესრულებული და ასევე მონტაჯიც მაღალი ხარისხის დაცვით, მაშინ სლაიდურ სისტემას ისეთივე იზოლაციის უნარი აქვს, როგორიც სტანდარტულ კარ-ფანჯარას!
ყველა კარ-ფანჯარას ერთნაირი თბოიზოლაციის აქვს!
ბევრს გონია, რომ კარ-ფანჯარას ერთნაირი ტექნიკური მახასიათებელის მქონეა. თუმცა, ესეც რა თქმა უნდა სიცრუეა! თბოიზოლაციას გააჩნია კოეფიციენტი, რომელიც დგინდება შესაბამისი მასალის შერჩევისას. ალუმინის კარ-ფანჯრების მწარმოებელი კომპანიის ინჟინერი საგულდაგულოდ არჩევს მასალებს და ითვლის ტექნიკურად იმის მიხედვით თუ რამდენი U-value სჭირდება კონკრეტულ ობიექტს სასურველი თბოიზოლაციის მისაღებად. ის ითვალისწინებს როგორც ალუმინის პროფილს, ასევე მინა-პაკეტის მახასიათებელს და მხოლოდ ამის შემდეგ იღებს საბოლოო კოეფიციენტს.
სტიკერში შეფუთული ალუმინის კარ-ფანჯარა უფრო დიდი ხანი ინარჩუნებს პირვანდელ სახეს
არსებობს მითი, რომ ,,შესაფუთი სტიკერი” კარ-ფანჯრებს იცავს დაზიანებისგან, ამიტომ რაც შეიძლება დიდი ხანი არ ვხსნით, რათა ჩვენი კარ-ფანჯრები ახალ მდგომარეობაში შევინარჩუნოთ, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი გავრცელებული მითია. სინამდვილეში, არნიშნული სტიკერი აზიანებს პროფილს. მზის ურთიერთქმედების შედეგად სტიკერი იცვლის მდგომარეობას, ადნება პროფილს და აზიანებს, საბოლოოდ მისი აცლა საკმაოდ რთულდება და ხშირად კარ-ფანჯარაც კი ზიანდება.